logo
ENG



გენპროკურორობის კანდიდატი: შოთაძის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება

06 თებ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

გენერალური პროკურორობის რამდენიმე კანდიდატი აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოს დღეს ობიექტურობის ტესტის ჩაბარება მოუწევს. გენპროკურორობის კანდიდატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საზოგადოებაში ყველას აქვს მოლოდინი, რომ ირაკლი შოთაძე გახდება გენპროკურორი. მისივე განცხადებით, შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნა ქვეყანას არ წაადგება. 

„საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო საპროკურორო საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ ბატონი შოთაძის შეყვანა და არჩევა მოხდება ამ სამ კანდიდატში და შემდეგ ამ სამიდან ერთ-ერთს უკვე პარლამენტისთვის გაამზადებენ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ.

საპროკურორო საბჭოში კენჭისყრის პროცედურა დღეს ორ საათზე დაიწყება. დღეს უნდა გაირკვეს, გამართლდება თუ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროგნოზი და მოხვდება თუ არა პროკურორობის მსურველ 3 კანდიდატს შორის ირაკლი შოთაძე. საბჭომ 16 კანდიდატიდან, კენჭისყრებით 3 უნდა შეარჩიოს. სწორედ ეს სამ კაციანი სია გადაიგზავნება პარლამენტში, რომელთაგანაც ერთს კანონმდებლები ქვეყნის მთავარ ბრალმდებლად დაამტკიცებენ.


close დახურვა